copy the linklink copied!დანართი B. ინვესტიციები მსს-ის რესურს-ეფექტიან და დაბალი ღირებულების მქონე ენერგიებში

copy the linklink copied!

რესურს ეფექტური და სუფთა წარმოების საინვესტიციო ღონისძიებების დასახელება

პროექტის მოკლე აღწერა, მოსალოდნელი გარემოსდაცვითი სარგებლისა და ხარჯების ეკონომიის ჩათვლით

ჯამური ინვესტიციის ღირებულება, EUR

კომპანიის ტიპი

გაუმჯობესებული ენერგოეფექტურობა ასფალტის მწარმოებელ ქარხანაში

  • ბითუმის რეზერვუარისა და ბითუმის შემადგენელი ნაწილის გამაცხელებელი თბოგადამცემი მილიდან მომდინარე ნარჩენი გამონაბოლქვი აირების სითბოს მოპოვება. ნარჩენი გამონაბოლქვი აირების დანადგარი სითბოს მოპოვებისათვის.

  • სპეციალური ჰიდრო-საიზოლაციო შეფუთვის გამოყენება ინერტული მასალებისათვის წვიმის ან თოვლის დროს.

  • ბითუმის მილის თბოიზოლატორის გამოყენება.

  • ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება ამცირებს CO2-ის და სხვა დამაბინძურებელი აირების ემისიებს ატმოსფეროში და აგრეთვე აუმჯობესებს გარემოს ხარისხს ქარხნის ტერიტორიაზე.

  • წლიური CO2-ის ემისიის შემცირება: 82.9 ტონა;

  • ხარჯების დანაზოგი: 13 500 ევრო.

6 300

მცირე სიდიდის ასფალტის მწარმოებელი კომპანია, 38 დასაქმებული პირით

ბუნებრივი გაზისა და ბითუმის მოხმარების შემცირება ინერტული მასალების გაშრობისა და მინერალური ფხვნილისათვის; დამატებითი მოწყობილობის დამონტაჟება

  • ღია ცის ქვეშ დასაწყობებული ინერტული მასალების შეფუთვა სპეციალური წყალგაუმტარი მასალით (2 000 m2) და 200 მ. სიგრძემდე წყლის სადრენაჟე არხების მოწყობა. ამ ღონისძიებების შედეგად, დაიზოგება 37 500 m3 ბუნებრივი გაზი, რაც შეესაბამება ყოველწლიურად 10 240 ევროს დანაზოგს

  • ღია ტიპის ბითუმის რეზერვუარის ერთი სექციის გადახურვა, მეტალის კონსტრუქციის ჩათვლით, არხი #10, ოთხკუთხა მილი60*100მმ და სახურავის ფირფიტა 0.5მმ. ეს ღონისძიება იძლევა ყოველწლიურად 4 000m3 ბუნებრივი გაზის დაზოგვას, რაც 1 100 ევროს შეესაბამება

  • ზედაპირულად-აქტიური ნივთიერების გამოყენება მოახდენს 32 ტონამდე ბითუმის დაზოგვას ყოველწლიურად. თუ მოხდება ამ ტექნოლოგიის დასამონტაჟებლად სპეციალური მოწყობილობაა საჭირო. ეს ტექნოლოგია ყოველწლიურად 11 076 ევროს ოდენობის დანახარჯების ეკონომიას იძლევა.

9 450

საშუალო სიდიდის გზის სამშენებლო კომპანია, 135 დასაქმებული

კუსტარულად დამონტაჟებული მოწყობილობის ენერგო მოხმარების შემცირება: თერმოიზოლაცია და მზის კოლექტორები

  • თბოიზოლაციის მონტაჟი ახალი საშახტე ჭის ხუფის გამოყენებით

  • 6 ერთეული სამხრეთისკენ მიმართული ვაკუუმის 30-მილიანი მზის კოლექტორის მონტაჟი, ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების მიზნით; მზის დანადგარი გამოიმუშავებს სითბოს ზამთარში, ხოლო ზაფხულის განმავლობაში ის გაათბობს წყალს, ელექტროენერგიის (წყლისელექტროენერგიის) გამოყენების გარეშე.

    საშახტე ჭის ხუფის კონსტრუქციის შეცვლა დამატებითი თერმოიზოლაციის მოწყობა შედეგად იძლევა 10 275 kWh ელექტროენერგიის მოხმარებას, რაც კომპანიის მიერ ამჟამად მოხმარებული ენერგიის 10%-ის ექვივალენტია. თანხობრივად, ეს ყოველწლიურად 780 ევროს დაზოგვის ტოლფასია. წყლის გამაცხელებელი ვაკუუმის 30-მილიანი მზის კოლექტორის მონტაჟის შედეგად ელექტროენერგიის დანაზოგი 32 900 kWh-ს შეადგენს, რაც ამჟამად მოხმარებული ენერგიის 75%-ის ექვივალენტია. ეს კი კომპანიას შესაძლებლობას მისცემს წლიურად 1 900 ევროს დაზოგვა მახდინოს.

6 200

საშუალო სიდიდის მეტალოკონსტრუქციების მწარმოებელი საწარმო, 41 დასაქმებული

ორთქლის გენერატორში გამოყენებული წიაღისეული საწვავის შეცვლა შედარებით იაფი ბიო-საწვავით შეცვლა

  • მეღვინეობიდან მიღებული ყურძნის მტევნის ყუნწები, რაც დიდი რაოდენობით რჩება ადგილობრივი ადგილობრივ მეღვინეებს, გამოყენებული იქნება, როგორც ბიო-საწვავი, ალაოდ გადაქცეული ქერქები ბიოსაწვავად გამოყენება აგრეთვე შესაძლოა, თბოგენერატორებში

  • შემოთავაზებული თბოგენერატორი შესაძლებელია აეწყოს ადგილობრივ მეტალოკონსტრუქციების ქარხანაში

  • ბუნებრივ გაზზე მომუშავე ბოილერის ბიოსაწვავზე მომუშავე თბო გენერატორით შეცვლა, გაზრდის კომპანიის წარმოების ეფექტურობას თბოგენერაციის ღირებულების შემცირების შედეგად. ეს ღონისძიენა აგრეთვე შეამცირებს რეგიონში მეღვინეობის საწარმოო პროცესის შედეგად წარმოშობილ ნარჩენებს.

15 000

მცირე სიდიდის ლუდსახარში, 38 დასაქმებული

ორთქლის გენერატორში გამოყენებული წიაღისეული საწვავის შეცვლა შედარებით იაფი ბიო-საწვავით შეცვლა: ბუნებრივ გაზზე მომუშავე გენერატორის შეცვლა

  • ბუნებრივ გაზზე მომუშავე ბოილერის ბიო-საწვავზე მომუშავე თბოგენერატორით ჩანაცვლება. ამ შემთხვევაში, 10 ტონა ბიოსაწვავი (ყურძნის მტევნის ყუნწები) იქნება გამოყენებული 5 578 მ3 ბუნებრივი გაზის სანაცვლოდ. წლიურად ეს გვაძლევს 130-140 ტონა ყურძნის მტევნის ყუნწების გამოყენების შესაძლებლობას (რომელიც რჩება მეღვინეობიდან), რომლის ენერგეტიკული პოტენციალი 75-80 ათას კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის პოტენციალს უტოლდება. ამასთან ერთად, 11 000 ტონა CO2 ემისია შემცირდება წლიურად

  • მიუხედავად 5-წლიანი პროექტისათვის მცირე მიმდინარე სუფთა შემოსავლისა, პროექტს გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება ექნება, რადგან მას შემოაქვს ცირკულარული ეკონომიკისათვის დამახასიათებელი მიდგომები წარმოებაში

5 500

მცირე ზომის ღვინისა და კონიაკის მწარმოებელი საწარმო, 55 დასაქმებული

შენიშვნა: როგორც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ნაწილი, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) საქმიანობა რესურს ეფექტურ და სუფთა წარმოებაზე (რესწ) საქართველოს მრეწველობის სექტორში, მიმართული იყო მსს-ის დახმარებაზე, რათა მათ მოეხდინათ რესწ-ის ღონისძიებების იდენტიფიცირება და პროექტების მომზადება დაფინანსების მისაღებად. ცხრილში მოყვანილი პროექტები დაკავშირებულია გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მუშაობასთან სწორედ ამ მიმართულებით. განხორციელებული პროექტების მაგალითიდან ჩანს, ის გარემოსდაცვითი სარგებელი და ხარჯების დანაზოგი, რაც შეუძლია მცირე ბიზნესმა მიიღოს რესწ ღონისძიებების განხორციელებით. მოყვანილი მაგალითებიდან აგრეთვე ჩანს, რომ მცირე ფირმების მიერ განხორციელებული ამ ტიპიური ენერგო- და რესურს ეფექტური ინვესტიციების უმეტესობა არის დაბალბიუჯეტიანი ღონისძიება და მწვანე ინვესტიციების იმ საშუალო სეგმენტზე მოდის, რომელიც უინტერესოა როგორც მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებისათვის, ასევე ტრადიციული ბანკებისათვის. გარემოს დაცვაზე მიმართული ფინანსების ბაზრის სიმწირე მთავრობისგან ყურადღების მიქცევას საჭიროებს.

წყარო: ინფორმაცია მოწოდებულია გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მიერ.

მეტამონაცემები, იურიდიული და სამართლებრივი უფლებები

https://doi.org/10.1787/943e0535-ka

© OECD 2020

წინამდებარე ნაშრომის გამოყენება, ელექტრონული ან ბეჭდური სახით, განსზღვრულია წესებით და პირობებით, რომლებიც შესაძლებელია ინახოს: http://www.oecd.org/termsandconditions.